საქართველოში შემოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ

0

საქართველოში შემოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მინისტრთა კაბინეტმა ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.მთავრობის მეთაურმა ისაუბრა გეგმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მასზე მუშაობაში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა. დოკუმენტის ძირითადი მიზანია, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოქალაქეების 60 პროცენტი აიცრას.გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.


Share.

Leave A Reply