მიხარია, რომ წილად მხვდა ერეკლეს ბავშვური სითბო და სიყვარული – გოგი მეშველიანმა პატარა გულშემატკივარს საახალწლო საჩუქრები გადასცა

0

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი მის პატარა  გულშემატკივარს ერეკლე ქველაძეს ესტუმრა ,  დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„დღეს გავიცანი ექვსი წლის ერეკლე ქველაძე რომელიც,  თურმე დიდიხანია ჩემი გულშემატკივარი და აქტიური მხარდამჭერია.

ბავშვები, ჩვენი საზოგადოების ყველაზე პოზიტიური და გულწრფელი წარმომადგენლები არიან. მიხარია, რომ წილად მხვდა ერეკლეს ბავშვური სითბო და სიყვარული.“-  განაცხადა გოგი მეშველიანმა

ერეკლე ექვსი წლისაა, ის ქალაქ ბოლნისში მშობლებთან და პატარა დასთან ერთად ცხოვრობს. ოთახში კი გოგი მეშველიანის ფოტოები აქვს გაკრული, მისი საახალწლო სურვილიც  გოგი მეშველიანს უკავშირდება.  როგორც დედა ამბობს- „ მეზობლისგან  მოისმინა ბატონი გოგის შესახებ ამბები, მასთანვე ნახა გაზეთები და ჟურნალები სადაც , მის შესახებ ეწერა და იმ დღიდან ერეკლემ დაიწყო მასალების, ფოტოების შეგროვება. იმდენად დიდი იყო პირადად გაცნობის სურვილი, რომ თოვლის ბაბუასაც კი მისწერა , საახალწლოდ მისთვის ბატონი გოგი გაეცნო. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოგის, ჩემი ბიჭის გახარებისთვის. ერეკლეს დღეიდან სჯერა, რომ ახალწელს სურვილები სრულდება,“ -აღნიშნა ერეკლეს დედამ ნონა ჯაფარიძემ.


Share.

Leave A Reply