ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 28 914 000 ლარით განისაზღვრა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 28 914 000 ლარით განისაზღვრა.

სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დაფინანსებამ 2021 წელს 2 391 000 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის კი 4 075 000 ლარი გამოიყო.

მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 28 914 000-ია, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩევა თავისი სოციალური პროგრამებით, ამიტომ ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტში 2 391 000 ლარია გათვალისწინებული. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრატრუქტურის მოწესრიგება, ამიტომ 2021 წელს 4 075 000 ლარი არაერთი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მოხმარდება. მოხარული ვარ, რომ 2021 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა მუნიციპალიტეტის საჭიროებები და გამოწვევები ასახული. თვლი, რომ მომავალი წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ყველა მიმართულებით წარმატების მომტანი იქნება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply