28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

0

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

• 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

• მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

• რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“.

• ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

• ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

• სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.აგრეთვე, საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში და მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ. თელავში – ასევე, სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

• ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

• სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

• ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

• სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

• კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.სათხილამურო კურორტებზე ასევე:

• სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

• ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.ამასთან, აღსანიშნავია, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები შემსუბუქდება, კერძოდ:

• იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

• აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.3-15 იანვარი კი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით უქმე/დასვენების დღეებად გამოცხადდა. ამავე პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე. აგრეთვე, არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.რაც შეეხება 16- 31 იანვრის პერიოდს, ქვეყნის მასშტაბით:

• აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა)

• შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

• ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;4. ე.წ. „დელივერისა“ და გატანის სერვისებს;5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;8. აგრარული ბაზრობის მუშაობას9. და სხვ.

• არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.


Share.

Leave A Reply