ბოლნისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

0

დღეს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა. ბლონისის 10 საბავშვო ბაღმა და  სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შექმნილმა ხუთმა ჯგუფმა ბავშვები მიიღო და  პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით სწავლის პროცესი დაიწყო. რა მოთხოვნები და ცვლილებებია ამ მხრივ სასწავლო დაწესებულებებში ამასთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური   კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ისაუბრებს.

-ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დღეს  სასწავლო პროცესი ათმა  საბავშვო ბაღმა და სკოლის შენობებში განთავსებული  ალტერნატიული სკოლამდელი განათლების, სასკოლო მზაობის პროგრამის ხუთმა ჯგუფმა დაიწყო. სასკოლო მზაობის  ჯგუფები განთავსებულია საჯარო სკოლის შენობებში, იმ სოფლებში, სადაც საბავშვო ბაღი არ არის. როგორც უკვე ვთქვი 12 ბაღიდან 10-მა განაახლა მუშაობა, გარდა  ტანძიისა და დაბა კაზრეთის ბაღებისა, სადაც ამჟამად სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სწავლის დაწყებამდე ყველა ბაღი შემოწმდა შრომის ინსპექციის მიერ და დაიდო შესაბამისი რეგულაციები, რის შესაბამისად  მოვამზადეთ ყველა საბავშვო ბაღი, დამატებით აღიჭურვა და მომარაგდა დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებით, თერმომეტრებით, მოწესრიგდა სამზარეულოები, შეძენილი იქნა დამატებითი ნიჟარები, ჭურჭლის საწრეტი, ელექტრო ქურისთვის დამონტაჟდა გამწოვი  და ა.შ.

ბაღებში ყოველდღიურად განხორციელდება თერმოსკრინინგი. შენობებში  აკრძალულია მშობლების შესვლა, მაგრამ გამონაკლისის შემთხვევაში თუ ვინმეს მოუწევს შესვლა გაივლის თერმოსკრინინგს და შეტანილი იქნება აღრიცხვის ჟურნალში.  

რეგულაციების შესაბამისად თითოეულ ბაღში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია ყველა ის პროცედურა, რომლის შესაბამისადაც უნდა იმუშაოს ბაღმა. ჯგუფებისთვის გადანაწილდა დრო, ბავშვების მიღება-გასტუმრების, ეზოში გასვლის ისე რომ ჯგუფები იზოლირებული იყოს ერთმანეთისგან. საბავშვო ბაღის ეზოც  გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ბავშვები არ გადაიკვეთონ ერთმანეთთან. ასევე თითოეული ბავშვისთვის შევიძინეთ ინდივიდუალური  საკანცელარიო ნივთები. ყველა საბავშვო ბაღში გამოკრულია სარეგულაციო წესები, რომ დაცულები ვიყოთ  ყოველგვარი საფრთხისგან.

 თუ რომელიმე ბავშვს აღმოაჩნდა სიცხე სკრინინგის დროს, 37 ან მეტი,   გადაყვანილი იქნება მოსაცდელ სივრცეში 15 წუთით,  შემდგომ კვლავ გადამოწმდებადა, თუ ტემპერატურა ისევ დაფიქსირდა, განთავსდება  საიზოლაციო ოთახში. დავუკავშირდებით მშობელს, მიეცემა გონივრული დრო მისასვლელად, მშობლის არ მისვლის შემთხვევაში, ბაღი იძლებული იქნება დაუკავშირდეს 112. გაფრთხილებულია ყველა მშობელი რომ ცემინების, ცხელების შემთხვევაში არ მიიყვანონ ბავშვები ბაღში.

 ყველა საბავშვო ბაღში განახლდა და  მოწესრიგდა ეზოები, პროცესებში ჩაერთვნენ აღმზრდელები და მშობლები, საკუთარი ხელით შექმნეს ლამაზი სივრცეები ბავშვებისთვის, რათა ეზოში გამოსულებმა  სასიამოვნოდ  გაატარონ დრო.

ამ ეტაპისთვის 1250 აღსაზრდელი გვყავს რეგისტრირებული.  

ვულოცავ ყველა პატარას სასწავლო პროცესის დაწყებას და ვიმედოვნებ, რომ ყველანაირი გართულების გარეშე გაგრძელდება სწავლა.


Share.

Leave A Reply