„7X7 ფეხბურთის ასოციაციის“ ორგანიზებით დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო

0

„7X7 ფეხბურთის ასოციაციის“ ორგანიზებით დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო.

“MASTER LEAGUE“-ს გამოსავლენად თამაშები სოფელ რატევანის სავარჯიშო მოედანზე გაიმართება, სადაც 6 საფეხბურთო გუნდი რეგიონული ტურნირისთვის ითამაშებს.

„MASTER LEAGUE“-ს და “MASTER CUP“-ის საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე მეორე წელია იმართება და იგი მიზნად ისახავს ჯანსაღი სპორტული წესის დამკვიდრებასა და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენას, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში მზარდი საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბებას და მის განვითარებას.

აკაკი ხლაბუსტოვი, „7X7 ფეხბურთს ასოციაციის“ პრეზიდენტი:

-ჩვენი მიზანია ახალგაზრდა თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ფეხბურთის პროპაგანდა. ასოციაცია ყველა მოყვარულს, მსურველსა  თუ ყოფილ ფეხბურთელს, აძლევს საშუალებას ჩაერთოს ამ პროექტში და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალურ ტურნირზე, ეს პროექტი არის დამაკავშირებელი ხიდი დიდ ფეხბურთთან.

ნუკრი ფოცხვერაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის სპეციალისტი:

-აღნიშნულ ტურნირზე დაბა კაზრეთის, ქალაქ ბოლნისის 2 გუნდი, ცურტავის, ნახიდურისა და ქვ.ბოლნისის საფეხბურთო გუნდები იღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული  გუნდი ქალაქ რუსთავში რეგიონალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას აღმოსავლეთ საგზურისთვის. მუნიციპალური ტურნირი ფეხბურთში დღეს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება.


Share.

Leave A Reply