ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის ვიზიტი ბოლნისში

0

ძველი  გერმანული უბნები, სახლები, რომლებიც კარგად მოგვითხრობს გერმანულ კვალზე, ყოფილი ლუთერანული ეკლესია და  კიდევ არა ერთი გადმონაშთი  გერმანული მხარის დიდ ინტერესს იწვევს. ამჯერად ბოლნისს ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, დოქტორი ფრანკ ოტფრიდ იული,  ვიურტემბერგის მხარის საეკლესიო მრჩეველი კლაუს რიტი, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი და პასტორი ირინა სოლეი სტუმრობდა. დელეგაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა.

სტუმრებმა ახლად გხსნილი ბოლნისის მუზეუმი დაათვალიერეს, მოინახულეს  ყოფილი ლუთერანული ეკლესია და  გერმანული მერიის შენობა, შემდეგ კი  ისტორიულ  ქუჩებშიც  გაისეირნეს.  მათთვის   ამ ადგილების მონახულება ძალიან მნიშვნელოვანია,  რადგან, სწორედ 200 წლის წინ, ვიურტემბერგის სამეფოდან ჩამოსულმა გერმანელებმა დააარსეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანული დასახლებები სწორედ  მათ შორისაა კატარინენფელდიც.

 ვიზიტის ბოლო ლოკაცია ბოლნისის ლუთერული სამრევლო სახლი იყო სადაც ეპისკოპოსმა  მრევლისთვის  ჩაატარა ლოცვა.  სამრევლო სახლის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა იგალობეს ძველი ლუთერანული საგალობლები.  როგორც სტუმრები აცხადებენ, სურთ იმ ადგილების მონახულება, რომლებიც ვიურტემბერგიდან ჩამოსულ მათ თანამემამულეებს უკავშირდება. ისტორიის ეს მონაკვეთი ხომ გერმანიასა და საქართველოს შორის კეთილმეგობრული და ღრმა ურთიერთობების საუკეთესო მაგალითია.


Share.

Leave A Reply