,,გერმანელები საქართველოში“-აღნიშნულ თემაზე ბოლნისში საჯარო ლექცია მოეწყო

0

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში  მცხოვრები  ახალგაზრდებისთვის, ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაცნობის მიზნით, ბოლნისის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „გერმანელები საქართველოში“.  ლექციას უძღვებოდა ისტორიკოსი ლევან ჟვანია, რომელმაც  საინტერესოდ  მიმოიხილა იოჰან ვოლფგანგ გოეთე და მისი ეპოქალური ნაწარმოები – ფაუსტი; ქართლ – კახეთის მეფის ერეკლე მეორის და გერმანელების ურთიერთობა; ქვემო ქართლის რეგიონში გერმანელების ჩამოსვლა და ცხოვრება; გერმანიის იმპერატორი ვილჰემ მეორე და ქართველები; გარდა ამისა, ახალგაზრდები გაეცნენ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებულ გოეთეს ინსტიტუტის სივრცეს.

აღნიშნული პროექტი   გოეთეს  ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, გარდაბნისა და რუსთავის მოსწავლე – ახალგაზრდებისთვის, მსგავსი სახის საგანმანათლებლო ლექციების ჩატარებას გულისხმობს.


Share.

Leave A Reply