ბოლნისმა ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა

0


,,სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“- ტურნეს ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, სახალხო არტისტისა და კომპოზიტორის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის 65 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ვაჟა აზარაშვილის კლასიკად ქცეულმა კომპოზიციებმა ბოლნისის პარკში დღეს კიდევ ერთხელ გაიჟღერა. სიმღერები ავტორმა , საკუთარი რეპერტუარიდან მეგობრებთან ერთად შეასრულა. სცენაზე ერთმანეთს ირმა სოხაძე, გენო ნადირაშვილი და ზურაბ კობეშავიძე ენაცვლებოდნენ.
შემოქმედებითი საღამო დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა და მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა.

ღონისძიება კომპანია ,,არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ვაჟა აზარაშვილი, კომპოზიტორი:

– ჩემთვის ნაცნობი და საყვარელი ბოლნისი, ცნობილია მისი კულტურით, ისტორიით და სტუმარმოყვარეობით. აქ არა ერთ ცნობილ პიროვნებას უცხოვრია, რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, მაყურებლის წინაშე უსაყვარლეს მეგობრებთნ ერთად წარვსდექი. დიდი მადლობა ბოლნისელებს ასეთი გულთბილი მასპინძლობისთვის.

ლადო ხელაშვილი, ღონისძიების ორგანიზატორი:

– ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით ვმართავთ, მოხარულები ვართ, რომ დღეს ასეთი დახვეწილი მსმენელის წინაშე წარვსდექით. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ,,არემჯის” და ადგილობრივ ხელისუფლებას, გაწეული თანადგომისთვის.

გენო ნადირაშვილი, მომღერალი:

– ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება მრავალფეროვანი და საინტერესოა, დღეს ბედნიერი ვარ, რომ ვასრულებ მის სიმღერებს და ბედნიერია ის ერი, რომელსაც ასეთი ბუმბერაზი კომპოზიტორი ჰყავს.

კობა ჟღენტი, ბოლნისის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:

– ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ისეთი ლეგნდარული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით, შექმნეს ეპოქალური ხელოვნება. ასეთების რიცხვს მუეკუთვნება ბატონი ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება, ეს დღე, დღესასწაულია, ის ჩვენთანაა, მისი შემოქმედების გაზიარება კი ისტორიული წუთებია, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით მას.


Share.

Leave A Reply