ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

0

დღეს საქართველო 2008 წლის რუსეთის ინტერვენციის შედეგად დაღუპულ გმირებს იხსენებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისულებამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსთან ერთად სოფელ დისველში, რატევანსა და ტანძიაში გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. ღვთისმშობლის ნიშთან კი სასულიერო პირებმა ომში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.2008 წლის რვა აგვისტო, დღე რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია და უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. რუსეთ- საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. ხუთ დღიანმა დაპირისპირებამ ქვეყანას მრავალი გმირი და საკუთარ მიწა-წყალზე უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები შესძინა. აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შორის სამი ბოლნისელი, 40 წლის ნოდარ დევნოზაშვილი, 23 წლის ასლან შაინიძე და 18 წლის საბა დადვანი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპნენ.აგვისტოს ომს ჯამში 228 მშვიდობიანი მოქალაქის, 170 სამხედრო მოსამსახურის, თოთხმეტი პოლიციელისა და სამი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. 30 ათასამდე მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.


Share.

Leave A Reply