სოლომონ პავლიაშვილმა ბოლნისელ ფერმერებთან სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე ისაუბრა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. სოლომონ პავლიაშვილი მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ფერმერებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

ხელმძღვანელმა პირებმა მეწარმეებთან შეხვედრა მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებში  გააგრძელეს, სოფელ ნახიდურში კარტოფილის შემკრები და სარეალიზაციო პუნქტი მოინახულეს, კომპანიის „მზიანი მოსავლის“  მუშაობასაც გაეცნენ, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და სხვადასხვა სახეობის ჩიფსს ბოლნისში მოყვანილი კარტოფილით აწარმოებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მეღვინეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც ბოლო წლებია აქტიურად ვითარდება. მინისტრის მოადგილემ მეღვინეებთან შეხვედრა აგროცენტრში გამართა, სადაც ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება და    უშუალოდ მათგან მოისმინა ამ დარგში მიმდინარე გამოწვევები და ინიციატივები.

სტუმრებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს როგორც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ისე ძველი ტრადიციული მეთოდით გაშენებული ვენახები.   ასევე მოინახულეს სახელმწიფო პროგრამით აშენებული სამაცივრე მეურნეობა და „დანერგე მომავლის“  გრანტის ფარგლებში გაშენებული ვენახი და კაკლის ბაღი.


Share.

Leave A Reply