თემაზე დასძლიე ,,სფიქერფობია” ახალგაზრდებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩარტარდა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის, მერიის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისელი ხალგაზრდებისთვის და მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე ,,სფიქერფობია’’. მოწვეულმა პიარფსიქოლოგმა მაგდა კოტრიკაძემ ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ძირითადი პრინციპები, შიში და მისი დაძლევის მნიშვნელობა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ, საჯარო გამოსვლა უფრო ეფექტური და წარმატებული გავხადოთ, ასევე ყურადღება გაამახვილა გამოსვლის დროის, სხეულის ენისა და ხმის ეფექტურ გამოყენებაზე. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებს დახმარებოდნენ საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევაში, რათა ჩამოყალიბდნენ კარგ ორატორებად და მათი საჯარო გამოსვლები იყოს მეტად წარმატებული.,,მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილისა და საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი მეშველიანის ინიციატივითა და ორგანიზატორობით შევიმუშავეთ ახალგაზრდების განვითარების მუნიციპალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას და ახალგაზრდების მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში, ამ ინციატივის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორისაა ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშემწყობი შემეცნებით გასართობი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა აღნიშნული ტრენინგი, რომელიც საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. თითოეული მონაწილე მაქსიმალურად აქტიურობდა, რისთვისაც მადლობა მათ და ტრენერს მაგდა კოტრიკაძეს,“განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეწტის მერის თანაშემწემ ახალგაზრდულ საკითხებში, სალომე საღინაძემ.


Share.

Leave A Reply