დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღს სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება

0

დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღს სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება.  გასულ წელს შენობის ორივე კორპუსში გაჩნდა ბზარები, რომელზეც დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბზარები იზრდებოდა რაც შენობის კონსტრუქციის სიმყარეს საფრთხეს უქმნიდა. არსებული მდგომარეობის  შესასწავლად ადგილზე მოწვეული იქნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა დაზიანების ხარისხი და გააკეთა შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზეც მომზადდა კონსტრუქციული გამაგრებითი პროექტი. სამუშაოები უკვე  ერთი თვეა მიმდინარეობს და მას შპს ,,მეტრი“ ახორციელებს.   სამუშაოების დასრულების  შემდეგ, საბავშო ბაღს, კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება. მიმდინარე  პროცესი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.


Share.

Leave A Reply