გოგი მეშველიანი ბოლნისის თეატრის რეჟისორს 65 წლის იუბილეს და საპატიო ბოლნისელის წოდებას ულოცავს

0

,,გულითადად ვულოცავ , ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ გამორჩეულ წევრს, წარმატებულ რეჟისორს და ბოლნისის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ზურაბ ხვედელიძეს 65 წლის იუბილეს და საპატიო ბოლნისელის წოდებას.
ზურაბ ხვედელიძის რეჟისურა გამორჩეული და ყველა თაობის მაყურებლისთვის საყვარელია. მან ათეული წლის მანძილზე დადგა არაერთი დასამახსოვრებელი სპექტაკლი, რამაც ბევრჯერ მოუტანა ჩვენს თეატრალურ დასს აღიარება.
სწორედ, მისი შემოქმედება სძენს განსაკუთრებულ ელფერს ჩვენს კულტურულ ცხოვრებას. ბატონმა ზურამ, მისი წარმოდგენებით არაერთხელ მოაწყო თეატრალური დღესასწაული ბოლნისის სცენაზე. მადლობა მას , თეატრალური ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კიდევ ერთხელ ვულოცავ, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მხნეობას და მაყურებლის კიდევ ბევრ ტაშს!”- ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი.


Share.

Leave A Reply