ბოლნისელი ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე ავსტრიის ჩემპიონატში ითამაშებს

0

გორის დილას 24 წლის მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიულ ვოლფსბერგში გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემები ავრცელებენ და წერენ, რომ მხარეებს შორის 2+1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება. გურამ გიორბელიძე ვოლფსბერგს აგვისტოდან შეუერთდება.

ვოლფსბერგი ავსტრიული ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონში მე-3 პოზიციაზე გავიდა და ევროტურნირებზე ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება.

გურამ გიორბელიძემ დილას მაისურით 2020 წელს მხოლოდ ორჯერ ითამაშა, წასვლამდე კი გორელთა რიგებში თამაშს კიდევ 3 შეხვედრაში მოასწრებს.


Share.

Leave A Reply