‘“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის განვითარება, მათი აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“- გოგი მეშველიანი

0

საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი მეშველიანის ინიციატივით,  მიმდინარეობს ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალური სტრადეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, აღნიშნული კუთხით, გოგი მეშველიანის ინიციატივით  საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა გაიმართა სოფლების: ტალავერის, ნახიდურის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის ახალგაზრდებთან.  ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის განვითარება, მათი აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“-  წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი.  სწორედ ამ მიზნით დღევანდელ შეხვედრაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ ახალგაზრდულ საკითხებში, სალომე საღინაძემ და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თანამშრომელმა, ხაიამ ისაევმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს ინფორმაცია თუ რა ღონისძიებები ტარდება იმსათვის, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება. დაგეგმილია სათემო ახალგაზრდული კლუბების შექმნა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში.

,,სალომემ და ხაიამმა თანატოლებს მოუწოდეს ჩაერთონ ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რაზეც მუშაობა ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს და ვთვლი, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ბევრი ახალგაზდის ხმა. ამ მიზნით მსგავსი ტიპის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რათა ყველა ჩვენს დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი.’’- აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი.


Share.

Leave A Reply