ქალაქ ბოლნისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დამატებითი ქსელი მოეწყობა

0

ბოლნისის სპეციფიკური რელიეფიდან გამომდინარე, ზაფხულში ქალაქ ბოლნისის გარკვეულ ქუჩებს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამ პერიოდში გაზრდილია წყლის მოხმარებაც, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივით, დღეს ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის მენეჯერთან ნიკოლოზ ვასაძესთან და ბოლნისის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან გია ყიფიანთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა წარადგინეს. გეგმის ფარგლებში, 200 გრძივ მეტრზე, 160 მმ დიამეტრის მილი განთავსდება. დამატებითი ქსელი წყლის მოცულობის გაზრდას უზრუნველყოფს, რაც პრობლემური უბნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებას შესაძლებელს გახდის.

დეპუტატმა, მერმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ქალაქ ბოლნისში არსებული სასმელი წყლის რეზერვუარები მოინახულეს, შემდგომ კი ქაქუცა ჩოლოყაშვილის, წმინდა ნინოსა დ იაკობ ხუცესის ქუჩების მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

ნიკოლოზ ვასაძე მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას უმოკლეს დროში დაჰპირდა. მისი განცხადებით, სასმელი წყლის მიწოდება პრობლემურ ქუჩებზე 20 ივნისს მოგვარდება, მანამდე კი კომპანიის წარმომადგენლები სასმელ წყალს მოქალაქეებს სპეციალური წყალმზიდებით მიაწოდებენ.

,,ზაფხულის დადგომისთანავე მოსახლეობა სასმელი წყლის სიმცირეს, ხშირ შემთხვევაში არ არსებობას უჩივის. ჩვენი ინტენსიური კომუნიკაციის შემდეგ წყალმომარაგების კომპანიამ დაიწყო ტექნიკური სამუშაოები სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებისთვის. სამუშაოებს ადგილზე გავეცანით. მიმდინარეობს ახალი მილსადენის ჩამატება გარკვეულ მონაკვეთზე ,ღონისძიება რამდენიმე დღეში დასრულდება და როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა გვარწმუნებს ქალაქის ამ ნაწილში წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ასევე განვიხილეთ სასმელი წყლის მიწოდების საკითხი სოფელ რატევანში, რაჭისუბანსა და ნახიდურის ადმინისტრაციულ ერთეულში .
მიმდინარე სამუშაოებს და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების საკითხს მუდმივად მივადევნებთ თვალს და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ,“განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Leave A Reply