მამხუტისა და ტალავერის თემს სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარდება

0

ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატს გოგი მეშველიანს სოფელ მამხუტის თემის საკრებულოს მაჟორიტარმა რასულ ბახტიაროვმა, მამხუტისა და ტალავერის თემში არსებული სარწყავი წყლის პრობლემის შესახებ შეატყობინა. დღეს გოგი მეშველიანი ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან, საქართველოს მელიორაციის ადგილობრივი სერვისცენტრისა და შპს „ADA” -ს წარმომადგენელთან ერთად პრობლემას ადგილზე, სოფელ ჭაპალაში გამანაწილებელ სარწყავ არხთან გაეცნო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტერიტორიიდან მიეწოდება მამხუტის თემს სარწყავი წყალი.
სოფელ ჭაპალაში გამანაწილებელ სარწყავ არხში შპს „ADA”-ს ჰესის დამცავი ჯებირია მოწყობილი, რაც მამხუტისა და ტალავერის თემში სარწყავი წყლის საკმარისი რაოდენობით მიწოდებას აფერხებს. „ADA”-ს წარმომადგენლის გიორგი კაცაშვილი განხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გატარდება და სარწყავი წყალი მამხუტისა და ტალავერის თემს შეუფერხებლად მიეწოდება.

,,დღეს სოფელ მამხუტის თემის საკრებულოს მაჟორიტარმა რასულ ბახტიაროვმა მომმართა პრობლემით. მისი განცხადებით მამხუტისა და ტალავერის თემს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სარწყავი წყალი.საკითხს ადგილზე მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გავეცანი.როგორც მელიორაციის ადგილობრივი სერვისცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა იმირასანის სარწყავ არხზე მოწყობილია ჰესის შპს „ADA” -ს დამცავი ცხაური, რომელიც იბიდნება და წარმოშობს აღნიშნულ პრობლემას. ადგილზევე შედგა კომუნიკაცია შპს „ADA” -ს წარმომადგენელ გიორგი კაცაშვილთან, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად შეისწავლის საკითხს და უმოკლეს ვადებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად,” განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Leave A Reply