გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

0

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფერმერთა მხარდაჭერის, პროდუქციის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად რეალიზაციისთვის, დღეს ბოლნისში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად,  ფერმერებს სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტში შეხვდა. პროდუქცია  სარეალიზაციოდ, ერთი ფანჯრის პრინციპით, გავა. 35 000 ტონამდე ახალი კარტოფილი, რომელსაც ადგილობრივი ფერმერები წელს ელოდებიან, ნაწილი ადგილზე, ხოლო ნაწილი ექსპორტზე უცხოეთში გაიგზავნება. თუმცა მანამდე მოხდება საკარანტინე მავნებელ დაავადებებზე კარტოფილის შემოწმება, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელსაც უცხოელი იმპორტიორი აწესებს. ფიტო სანიტარული სერთიფიკატის მოპოვების შემდეგ, ფერმერებს პროდუქციის თავისუფლად გატანის საშუალება ეძლევათ.


Share.

Leave A Reply