ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მდგრადი ენერგეტიკის დღე ონლაინ ვიქტორინით აღნიშნა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს დევიზით „გაანათე შენი გონება“ შეუერთდა. რომელიც  „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ფარგლებში ჩატარდა  და მისი მიზანი სკოლის მოსწავლეებში მდგრადი ენერგეტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ონლაინ მოაწყო. რომელშიც  ბოლნისის მუნიციპალიტეტის  IX, X, XI და XIIკლასების თერთმეტმა  მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ვიქტორინის დაწყებისას მოსწავლეებს სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიმართა და მათ ეკოლოგიისა და მდგრადი ენერგეტიკის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ვიქტორინა საკმაოდ სახალისო რეჟიმში წარიმართა,გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი კითხვების დასმა გახდა საჭირო. საბოლოოდ კი ადგილები ასე გადანაწილდა. პირველი ადგილი:  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ირინა ჟუჟუნაშვილმა, მე-2 ადგილი ქ. ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ადამაშვილმა, მე-3 ადგილი კი დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მურო ექიზაშვილმა მოიპოვა.

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერისგან სპეციალურად შერჩეული საჩუქრები, ხოლო  მონაწილეებს  კი სერტიფიკატები ონლაინ რეჟიმშიი გადაეცათ.


Share.

Leave A Reply