ბოლნისის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს

0

სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელში, 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, 400 გრძივ მეტრზე კი სარწყავი არხის რეაბილიტაცია  მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი  პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს.
სოფელ ტალავერში კი წყალმომარაგების ქსელის გაფართოების სამუშაოები ხორციელდება. სოფელში არსებული რეზერვუარიდან, 2700 გრძივ მეტრზე ახალი მაგისტრალი მოეწყობა.  ასევე დამონტაჟდება ჭაბურღილი და ორი ახალი რეზერვუარი. პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
პროექტის ღირებულება 470 000 ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღნიშნულ სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.


Share.

Leave A Reply