„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“ აცხადებს მიღებას

0

ა(ა)იპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან აცხადებს მიღებას ახალი, 2020-2021 სასწავლო -სააღმზრდელო წლისათვის.

საბავშვო ბაღში ბავშვის მისაღებად მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს იმ კონკრეტულ საბავშვო ბაღს, სადაც სურს შვილის ჩარიცხვა.

საბავშვო ბაღში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ (სამედიცინო ფორმა #IV-100);
  2. ბავშვის ფოტოსურათი 2 ცალი;
    3.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ნოტარიულად დამოწმებული;
  3. მშობლ(ებ)ის პირადობის ასლ(ებ)ი;
  4. მშობლების განქორწინების შემთხვევაში-სასამართლოს გადაწყვეტილება/დადგენილება ბავშვის მიმართ მშობლების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მეორე მშობლისათვის ბავშვის მონახულების უფლების შესახებ);
  5. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  6. იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული;
  7. შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფორმა №IV-50 . ასევე, სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასება/რეკომენდაცია ბავშვის ასაკობრივი განვითარებისა და საბავშვო ბაღში ჩართვის თაობაზე.

ა(ა)იპ “ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაღი) სამუშაო რეჟიმის დებულება“-ის მე-17 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად:

  1. საბავშვო ბაღში, აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესში, პრიორიტეტები ენიჭებათ:
    ა) ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;
    ბ) იმ აღსაზრდელებს, რომელთა ოჯახის წევრებიც მუშაობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;
    გ) საბავშვო ბაღის პერსონალის შვილებს;
    დ) სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების შვილებს;
    ე) ობოლი და მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე ბავშვებს;
    ვ)კონკრეტულ საბავშვო ბაღში მოსიარულე აღსაზრდელების დედ-მამიშვილებს;
    ზ) იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახის შვილებს;
    თ) მარტოხელა დედის შვილებს.
  2. საბავშვო ბაღებში ბავშვთა ჩასარიცხად საბაზისო კონტიგენტის რეგისტრაცია იწყება მიმდინარე სასწავლო წლის ივნისის პირველი სამუშაო დღ(ეებ)იდან და წყდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საბუთების მიღება გაგრძელდება ასევე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იმ პირობით, რომ ამ პუნქტში განსაზღვრული ვადის განმავლობაში სააღმზრდელო ჯგუფების (საბაზისო) შევსების შემთხვევაში, ამ კატეგორიის კონტინგენტი ჩაირიცხება სააღმზრდელო მომსახურების მიღების მსურველ პირთა რეზერვში.
  3. საბავშვო ბაღში ადგილის გამოთავისუფლების შემთხვევაში სააღმზრდელო ჯგუფში აღსაზრდელის ჩარიცხვა განხორციელდება სააღმზრდელო მომსახურების მიღების მსურველ პირთა რეზერვიდან, სადაც უპირატესობა მიენიჭება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული და ჩარიცხვის პრიორიტეტით მოსარგებლე კონტინგენტს, ხოლო აღნიშნულ კონტინგენტს შორის ჩარიცხვაზე თანაბარი პირობების არსებობისას უპირატესობა მიენიჭება იმ აღსაზრდელებს, რომელთა ჩარიცხვის თაობაზე განაცხადი უფრო ადრე იქნა დარეგისტრირებული.

ზემოთ აღნიშნულის და საბავშვო ბაღებში თავისუფალი ადგილების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, გთხოვთ, დროულად (1 ივნისს) მიმართოთ საბავშვო ბაღებს ბავშვის რეგისტრაციის მიზნით.
არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში არ მოხდება ბავშვის საბავშვო ბაღში ჩარიცხვა.

განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, დილის 11 სთ.-დან 15 სთ -მდე.

ა(ა)იპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“-ის ადმინისტრაცია


Share.

Leave A Reply