უახლოეს დღეებში ქალაქი ბოლნისი გაიხსნება

0

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცხრა  სოფელში გაუქმდა – ნახიდურის, ფარიზის, ცურტავის, დაბა თამარისის, ხიდისყურის, მუხრანას, ბალახაურისა და  მწყნეთის მოსახლეობას, დღეიდან შესაძლებლობა აქვს თავისუფლად გადაადგილდეს ქვეყნის მასშტაბით.   გასნის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე იქნა მიღებული. აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს. უახლოეს დღეებში კი გაიხსნება სოფელი რაჭისუბანი და ქალაქი ბოლნისი. ცხელ კერებად რჩება მხოლოდ ორი სოფელი: გეტა და მუშევანი. მუშევანში  კვლავ  მიმდინარეობს საკვლევი ნიმუშების აღება.  საიდანაც ამ დრომდე 500-ზე მეტი  ნიმუშია გადაგზავნილი, აქედან 45   კოვიდ დადებითია. 130 ბიოლოგიური ნიმუშის პასუხს კი ელოდებიან. 


Share.

Leave A Reply