სოფელ მუშევანში ლაბორატორიული კვლევა განახლდა

0

დღეს სოფელ მუშევანში მოსახლეობის ლაბორატორიული კვლევა განახლდა, აქ კოვიდ 19 ოცდაცხრა დადასტურებული შემთხვევაა, სწორედ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა მასიური კვლევა. ლუგარის ლაბორატორიისა და ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგების ჯგუფები ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ, სოფელში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეთა ჯგუფები, აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია. ლაბორატორიული კვლევა დღესვე გაგრძელდება სოფელ გეტაშიც. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში საგრძნობლად იკლო კორონა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, შემთხვეათა რაოდენობის კლებიდან გამომდინარე, უახოეს დღეებში გაიხსნება ქალაქი ბოლნისი , რასაც სხვა ჩაკეტილი ზონების გახსნაც მოჰყვება. შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვირუსის 122 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 46 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვლა.


Share.

Leave A Reply