რა შეზღუდვები რჩება ძალაში ხვალიდან და რა უქმდება

0

22 მაისს ღამის 12 საათის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე უქმდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განცხადება გააკეთა. საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ძირითადი ნაწილი უქმდება, თუმცა ნაწილი კვლავ ძალაში რჩება.
•23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში, ასევე სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვაც.
•უქმდება კარანტინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა.
• ასევე საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
•უქმდება სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში. აღნიშნული შეზღუდვა ძალაში რჩება ტაქსებისთვის. ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია გამოიყენოს პირბადე.
•უქმდება შეზღუდვა 70 და მეტი წლის ასაკის ადამიანების სახლიდან გასვლაზე, თუმცა მთავრობის რეკომენდაციაა, 70 წელს გადაცილებული ადამიანები უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან.
•ძალაშია შეზღუდვები რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურებაზე.
•შეზღუდულია სასტუმროების მომსახურება, გარდა საკარანტინო ზონებისა.
•კვლავაც შეზღუდულია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინვაჭრობისა.
•შეზღუდული რჩება მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა აგრარული ბაზრობებისა.
•შეზღუდულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ფუნქციონირება და მსგავსი ხასიათის ღონისძიებების ჩატარება.
•სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.
•ყველა ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
•შეზღუდვები ნარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.
•15 ივნისიდან იხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმზე.
•1 ივლისიდან კი საქართველო აპირებს მიიღოს საერთაშორისო ტურისტები, შესაბამისი პროტოკოლების დაცვით.


Share.

Leave A Reply