კარანტინის გამოშვება – უჩვეულო ბოლოზარი ბოლნისში

0

ქალაქი ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლა, ხმოვანი სიგნალებით მე-12 კლასელები ბოლო ზარის სიხარულს გვიზიარებენ. მხოლოდ ამ ფორმით  სკოლის დამთავრება კორონავირუსის პანდემიამ განაპირობა. დისტანციურ რეჟიმზე გადასულმა მოსწავლეებმა ბოლო ზარის ორგანიზებაც დისტანციურად მოახერხეს და მონატრებულ მშობლიურ სკოლაში მივიდნენ. გადაღებაზე მისულებს სპონტანურად მოგვეცა  ამ კადრების დაფიქსირების  საშუალება. სკოლის დირექტორი, რომელიც არავის ელოდა,თვალცრემლიანი შეჰყურებდა  რამდენიმე თვის უნახავ და კიდევ უფრო გაზრდილ მოსწავლეებს. აწ უკვე სკოლადამთავრებულებმა რამდენიმე წუთით დადუმებული სკოლაც ააჟრიამულეს.

ე. წ. ,,წითელ ზონაში“ ფერადი წარწერებით აჭრელებული პერანგები პანდემიის მიუხედავად მაინც აფრიალდა.  კოვიდ-19-ის ცნობილი კადრი კი მოსწავლის მაისურზეც გაჩნდა. ტრადიციულ ბოლო ზართან დაკავშირებული აქტივობები, ფოიერვერკები, ემოციური მილოცვები, სამახსოვრო ფოტოები და მრავალი  სიურპრიზი,  დღეს ცარიელ კედლებში დარეკილმა  ერთმა  ზარმა ჩაანაცვლა, რომელიც  სკოლის დირექტორმა   მათთვის დარეკა.  უხილავი მტრის წინააღმდეგ მებრძოლ ეპოქაში, პანდემია გამოვლილი მოსწავლეებისთვის სამომავლო გეგმები არ შეცვლილა.

სკოლის კედლების ნაცვლად საზეიმო განწყობა  №5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ქალაქის ქუჩებში გადმოიტანეს.

ბოლო ზარმა უჩვეულოდ ჩაიარა კერძო სკოლა დავითიანშიც, სკოლის დირექტორმა, სიმბოლურად  მე -12 კლასელების სახელები დაფაზე ჩამოწერა და მათი სამომავლო გეგმებიც გაგვანდო. ცარიელ კედლებში ამ მნიშვნელოვანი დღის მოსწავლეების გარეშე აღნიშვნა, მარინა გორშკოვასთვისაც  ემოციური იყო, მან ბოლო ზარი 14 მოსწავლისთვის დისტანციურად სიმბოლურად დარეკა და  დაჰპირდა, რომ მათთვის დაგეგმილ ყველა  აქტივობას აუცილებლად განახორციელებს.

ასევე დისტაციურად აღინიშნა ბოლო ზარი დაბა კაზრეთის საჯარო კოლაშიც, სკოლის დირექტორმა კიდევ ერთხელ ვირტუალურად შეახედა მოსწავლეებს საკლასო ოთახში, დარეკა ბოლო ზარი და მონატრებულ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიულოცა სკოლის დამთავრება.

2019-2020 სასწავლო წელი   ყველა მოსწავლისთვის უჩვეულო  აღმოღნდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 32 საჯარო სკოლიდან, 417 კურსდამთავრებული  გამოემშვიდობა  ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს.   ბოლნისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ულოცავთ თითეულ მათგანს ამ დღეს და წარმატებებს უსურვებს.


Share.

Leave A Reply