,,თითოეულ მე-12 კლასელს მთელი გულით ვულოცავ სკოლის დასრულებას!” – დავით შერაზადიშვილი

0


,,წელს უჩვეულო ბოლო ზარია, რადგან ჩვენ ყველანი ერთად კორონავირუსის პანდემიას ვებრძვით. მიუხედავად ამისა, ეს დღე მაინც განსაკუთრებულია, უპირველეს ყოვლისა თქვენთვის, რადგან სწორედ თქვენ იწყებთ დღეს ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ახალი ცოდნით, გამოცდილებებითა და თავგადასავლებითაა სავსე. მსურს, წარმატებული მომავალი გისურვოთ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
20 მაისი თავად ჩვენთვის, მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენ თქვენზე, დიდ იმედებს ვამყარებთ. გვწამს, რომ თქვენ იქნებით ის თაობა, რომელიც შეძლებს საქართველო კიდევ უფრო განვითარებული გახადოს და მას არაერთი გამარჯვება მოუტანოს. გილოცავთ სკოლის დამთავრებას და გისურვებთ, თქვენი ყოველი ოცნება მალევე აგსრულებოდეთ”, განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply