გოგი მეშველიანი განცხადებას ავრცელებს

0

,,მეგობრებო, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით სოფელ მუშევანში სამედიცინო ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გამძაფრდა და შედარებით ინტენსიური ხასიათი მიიღო ჩვენი ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობის ჯგუფის მიმართ, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებმა.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა და ამ სენსიტიურ ველზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა, ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა და ამ, მიუღებელი განცხადებების სხვადასხვა ინტერპრეტაციით მასობრივი ტირაჟირებით, კიდევ უფრო დაძაბეს ისედაც მრავალმხრივ რთული და ფაქიზი საკითხი.

კარგად გვესმის, რომ პოლიტიკური გაცოცხლებისთვის და თვითდამკვიდრებისთვის ისინი არ ერიდებიან ამ მეტად მგრძნობიარე თემით სპეკულირებას და მზად არიან ცეცხლში გახვიონ ჩვენი ქვეყნის მორიგი რეგიონი…

ყველას მინდა შევახსენო, რომ მუშევანში, ადგილობრივი დესტრუქციული ჯგუფის ქმედება, პირველ რიგში დაგმო ჩვენმა აზერბაიჯანულმა თემმა და საკადრისი პასუხი გასცა მოძალადეებს.
ჩვენ ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ღირსეული წვლილი შეაქვთ ჩვენი საერთო სამშობლოს მშენებლობაში და კარგად აქვთ გააზრებული თავისი წილი პასუხისმგებლობაც მიმდინარე პროცესებში.

სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, მსურს გთხოვოთ და მოგიწოდოთ ყველას, თავი შევიკავოთ ამ რთულ ვითარებაში ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და ერთობლივი ძალებით, ერთმანეთის თანადგომით და სოლიდარობით დავძლიოთ გამოწვევები”, -გოგი მეშველიანი.


Share.

Leave A Reply