გაიცანით ,,წიგნების თაროს ონლაინ სკოლის’’ ახალგაზრდა მასწავლებელი ბოლნისიდან

0

საქართველოში კოვიდ-19-ის დაფიქსირების შემდეგ, ქვეყანში საგანგებო მდგომარობა გამოცხადდა, განათლების სისტემა სწავლების ახალ მოდელზე გადავიდა. სატელევიზიო გადაცემა ,,წიგნების თარომ“ ამ რთულ პერიოდში წამოიწყო ახალი პროექტი ”წიგნების თაროს ონლაინ სკოლა”, სადაც თაროს მონაწილე – დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები ჩაერთვნენ. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა საკუთარი ცოდნა გაუზიარონ ბავშვებს და თავადც მიიღონ გამოცდილება. წიგნების თაროს ახალ პროექტში აქტიურად ჩაერთო ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე, მურო ექიზაშვილი. შეიქმნა ვირტუალური, ონლაინ სივრცე, სადაც დარეგისტრირდა I- დან IV კლასის 1234 მოსწავლე. სკოლა უკვე მე-4 კვირაა აქტიურად ფუნქციონირებს. სადაც კლასიკური საგნების გარდა, სწავლობენ ისეთ საგნებს, როგორებიცაა ”მე და ჯანმრთელობა”, ”მე და საზოგადოება”, ”გერმანული”, რის შედეგად ძალიან ბევრ, ახალ ინფორმაციას იღებენ ახალგაზრდა ,,მასწავლებლებისგან’’ მოსწავლეები. ,,სამყაროში არსებულმა რთულმა ვითარებამ ადამიანები ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, რისი მიღება და მისგან რაღაც ახლის შექმნა სწორედ ჩვენ, ახალგაზრდებს შეგვიძლია. თაროელებმა, შემოქმედებითი ჯგუფის დაუღალავი შრომისა და დახმარების შედეგად, ავიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვეცადეთ ეს დღეები მათთვის მაქსიმალურად სახალისო გაგვეხადა. პირადად მე რაც შემეხება, ვასწავლი ინგლისურ ენას და ერთთვიანი პროექტის მანძილზე მიწევს 10 გაკვეთილის ჩატარება. სწავლებისადმი სიყვარული ყოველთვის მქონდა, ამიტომ ვფიქრობ, ეს გამოცდილება ძალიან დიდს როლს შეასრულებს სამომავლო პროფესიის არჩევაში. მივხვდი, რომ მასწავლებლობა ერთ-ერთი ურთულესი, მაგრამ ამასთანავე გასაოცარი პროფესიაა. ბავშვები დიდი დაინტერესებით და მონდომებით ჩაერთვნენ ონლაინ სკოლაში და შეძლებისდაგვარად მოახერხეს სახლში გატარებული რთული დღეები გაეხალისებინათ სწავლების იმ პროცესით, რომელიც ჩვენმა სკოლამ შესთავაზა. ონლაინ სივრცეში არსებული მასალით – ვიდეოებით, ჩვენივე შექმნილი თამაშებით ძალიან დიდი ლექსიკური მასალა და ფრაზები შევასწვალეთ ინგლისურად. გაკვეთილებს ვატარებ ონლაინ სივრცეში, რაც მეხმარება კარანტინში გატარებული დღეები გავხადო მაქსიმალურად სახალისო, შემეცნებითი და საინტერესო როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მოსწავლეებისთვის,” ამბობს ჩვენთან საუბრისას ,, წიგნების თაროს ონლაინ სკოლის’’ ახალგაზრდა მასწავლებელი მურო ექიზაშვილი.


Share.

Leave A Reply