ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩაკეტილი ზონები ეტაპობრივად გაიხსნება

0


ბოლნისის მუნიციპალიტეტში იზოლირბული ზონები ეტაპობრივად გაიხსნება. ქვემო ბოლნისის შემდეგ უახლოეს დღეებში, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მოხსნა იგეგმება სოფელ რაჭისუბნსა და ქალაქ ბოლნისში. გახსნის ზუსტი თარიღი განმეორებითი თერმოსკრინინგის შემდეგ გახდება ცნობილი, სოფელში დილიდან მედიკოსები მუშაობენ და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩაკეტილია ექვსი დასახლება, სადაც აქტიურად გრძელდება მოსახლეობის უზრუნველყოფა მედიკამენტებითა და სურსათით, კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, 15 000 -მდე შეჭირვებულ ოჯახს გადაეცა სასურსათო ნობათი, სოფელ გეტაში და ფოცხვერიანში მასობრივი ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდა, მუშევანში კი ამ დრომდე გრძელდება ბიოლოგიური ნიმუშების აღება.
ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას რათა ფერმერებს პრობლემა არ შეექმნათ პროდუქციის რეალიზაციაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენს რეგიონში მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქციაა, უახლოეს დღეებში ფერმერები საადრეო კატოფილის მოსავლის აღებას იწყებენ, წელს მუნიციპალიტეტში 40 000 ტონა კარტოფილის მოსავალს ელოდებიან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით კოვიდ 19-ის 150 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 59 გამოჯანმრთელდა სამი კი გარდაიცვალა.თვითიზოლაციასი იმყოფება 85, კარანტინში კი 69 მოქალაქე.


Share.

Leave A Reply