ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში  პროდუქტების გაცემის მორიგი ეტაპი დაიწყო.  დღეს ბაღში მისულ  თითოეულ მშობელს   მათი შვილებისთვის განკუთვნილი, არამალფუჭებადი პროდუქტების ორი თვის მარაგი გადაეცათ.

შეგახსენბთე, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში  სასწავლო პროცესი 2 მარტს შეჩერდა. აღნიშნული კუთხით,  მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბოლნისის  საბავშვო ბაღებში, 1300 აღსაზრდელისთვის 14 სახეობის პროდუქტისგან შემდგარი, 140 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტების დარიგება აქტიურად მიმდინარეობს.  აღსანიშნავია, რომ   პროდუქტების გაცემა მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში რამდენიმე ეტაპად  უკვე  განხორციელდა.


Share.

Leave A Reply