ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დღეს,  ბოლნისის მუნიციპალიტეტს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მხარის გუბერნატორთან შოთა რეხვიაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ესტუმრა. შეხვედრა ადგილობრივ ფერმერეთან და მოსახლეობასთან შედგა, რომლის მიზანიც,  სოფლის მეურნეობის პროდუქციის, კერძოდ კი ახალი კარტოფილის მოსავლის რეალიზების,  დისტრიბუციის  ექსპორტის უზრუნველყოფის  კუთხით, სახელმწიფოსა და ადგილობრივი ხელისუფლების  მხრიდან დაგეგმილი  ღონისძიებების შესახებ, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობა იყო.

 აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდურში, ხიდისყურში, ფარიზში, ცურტავსა და დაბა თამარისში მოსახლეობის ძირითად შემოსავალს კარტოფილის მოსავალი წარმოადგენს.  ახლა კი სწორედ ის პერიოდია, როცა მისი პირველი აღება და რეალიზება ხდება. ამიტომ აუცილებელი პირობაა კრიზისულ პერიოდში ფერმერები  მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი იყვნე სახელმწიფოსგან,  რათა მოხდეს მოსავლის დროული რეალიზება. ამ მხრივ  ძალიან  მნიშვნელოვანია ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობაც.  


Share.

Leave A Reply