სპეციალური ტესტირება და ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები სოფელ ნახიდურიდან დაიწყო

0


ბოლნისის  მუნიციპალიტეტში ფართო  მასშტაბით  სადეზინფექციო სამუშაოები  საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილმა სპეციალურმა ტექნიკამ, თავდაპირველად   სოფელ ნახიდურიდან დაიწყო, სადაც რამდენიმე ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან მათ  კონტაქტი ჰქონდათ მარნეულში დაინფიცირებულ ქალთან. სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.  საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი და  მუნიციპალიტეტის მერი  დავით შერაზადიშვილი სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად არსებულ ვითარებას პირადად დაესწრო. 



ასევე აქტიურ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის სამსახური . თხუთმეტმა  სამედიცინო ჯგუფმა , ინტენსიურად, დაიწყო თითოეულ სოფელეში  მოქალაქეების შემოწმება, ესაუბრებიან მათ, უზომავენ  ტემპერატურას.  ღონისძიების მიზანია  კარანტინის რეჟიმში მყოფ მოსახლეობას მიეცეს  საშუალება  დროულად  გაარკვიონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.


დღესვე დაიწყო  სპეციალური ტესტის ჩატარება,  სოფელ ნახიდურში მცხოვრები ,    თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფი მოსახლეობისთვის. სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, მოხდება მოქალაქის  გადაყვანა მარნეულის საველე ჰოსპიტალში.





Share.

Leave A Reply