სასულიერო პირებმა ბოლნისის ქუჩები აკურთხეს

0

კორონავირუსისგან დასაცავად საპატრიარქოს ინიციატივას ბოლნისის ეპარქიაც გამოეხმაურა და  ბოლნელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის სასულიერო პირებმა დღეს ბოლნისის ქუჩები აკურთხეს. წყლის კურთხევის ცერემონიალი ღვთისმშობლის წმინდა ნიშიდან დაიწყო, რის შემდეგაც სასულიერო პირები ქალაქის სხვადასხვა უბნისკენ  გაემართნენ. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, მსვლელობის მიზანია ქალაქისა და მოსახლეობის დალოცვა, ისინი ბოლნისის ქუჩებს მოივლიან და წყალს აპკურებენ.



Share.

Leave A Reply