ნოდარ ბერიანი საქართველოს ჩემპიონია

0

,,ძიუდოში ჩემი კარიერის მანძილზე, სხვადასხვა კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონატზე ეს მეექვსე გამარჯვებაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტრავმის გამო, ერთი წელი აქტიურ ძიუდოს ვერ ვჭიდაობდი. ეს ჩემი ტატამზე დაბრუნებაა, მაქსიმალურად ვეცდები ბევრჯერ გავახარო გულშემატკივარი. დიდი მადლობა ყველას. “ განაცხადა გაზეთ ,,ბოლნისთან“ ნოდარ ბერიანმა. ბოლნისელი ძიუდოისტი ნოდარ ბერიანი დღეს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, ტატამზე ღირსეულად დაბრუნდა. მიღწეული წარმატება ნოდარს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა. ,,მინდა ნოდარ ბერიანს ძიუდოში საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მივულოცო. ტრავმის შედეგად, ნოდარმა ერთწლიანი პაუზა აიღო, მიუხედავად ამისა, მან 100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის დასაკუთრება მაინც შეძლო, ეს კი მის პროფესიონალიზმსა და დიდ შრომისუნარიანობაზე მეტყველებს. მინდა ჩვენს უნიჭიერეს ფალავანს, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის სასახელოდ, კვლავ არაერთი წარმატება ვუსურვო“,- დავით შერაზადიშვილი.


Share.

Leave A Reply