ბოლნისსა და მარნეულში კარანტინი გამოცხადდა

0

ბოლნისი და მარნეული ჩაკეტილია, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება ქალაქ მარნეულში დაინფიცირებულ ქალბატონს უკავშირდება, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება Covid-19-ით ინფიცირებული ქალთან კონტაქტში მყოფი ოჯახი, რომელიც სოფელ ნახიდურში ცხოვრობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სიტუაცია მკაცრად კონტროლდება, მობილიზებულია შინაგან საქმეთა ძალოვანი უწყებები. 

საქართველოს თავდაცვის ძალები კორონა ვირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო. შეზღუდულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გასვლა, გადადგილება. დაიხურა ყველაფერი,  გარდა სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შესრულდება ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად. საზოგადეობრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიმშვიდეა, მოსახლეობა ინფორმირებულია იმ შეზღუდვების შესახებ, რაც კარანტინის გამოცხადებას ახლავს.


Share.

Leave A Reply