ბოლნისის მოსახლეობას სურსათთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტს მესამე დღეა კარანტინის რეჟიმში უწევს ცხოვრება, შესასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებს. მოწყობილია ბლოკ-პოსტი, მუნიციპალიტეტიდან არავის უშვებენ, გამონაკლისი მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვისაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება სჭირდება, ბოლნისში შესვლის უფლება კი იმ  პირებს აქვთ, ვინც აქ არიან ჩაწერილები, თუმცა ისინი ორი კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტს ვეღარ დატოვებენ. მოსახლეობა გაგებით ეკიდება საკარანტინო რეჟიმს, დაკეტილია ყველა ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.  აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება ტარდება. ადგილობრივი ხელისუფლება  ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს, რომ მოსახლეობას სურსათთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნათ.


Share.

Leave A Reply