შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

0


მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო. სოფლის კრებები 41 სოფელში ჩატარდა, აქედან 18-ში საერთო კრება, ხოლო 23 სოფელში კონსულტაციები გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დისველის, მამხუტის, ქვემო და ზემო არქევანისა და ხატავეთის მოსახლეობას შეხვდა.
85 კომლიან სოფელ დისველში აღნიშნული პროგრამით გასულ წლებში მინი სტადიონი გაკეთდა, განხორციელდა სავარგულების შემოღობვის სამუშაოები და მოეწყო გარე განათების ქსელი. მომდინარე წელს კი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება.
სოფლებში მამხუტში, ქვემო და ზემო არქევანში გარე განათების ქსელი მოეწყობა, რაც შეეხება ხატავეთს, აქ 400 მეტრ სიგრძეზე სოფლის სასაფლაომდე მისასვლელი გზა გაკეთდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფლის კრებები, 47 სოფლიდან 42-ში განხორციელდა, სადაც მოსახლეობასთნ მსჯელობის შედეგად გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რომლებიც მნიშვნელოვანია სოფლისთვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 1428000 ლარი დაიხარჯება.


Share.

Leave A Reply