ბოლნისის იუსტიციის სახლი გრანდიოზულად გაიხსნა

0

ბოლნისში დღეს იუსტიციის სახლის რიგით 24-ე ფილიალი გრანდიოზულად გაიხსნა. იუსტიციის სახლის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიცპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ლენტი თეა წულუკიანმა დავით შერაზადიშვილთან ერთად გაჭრა და ბოლნისელებს ახალი ფილიალის გახსნა მიულოცა.

დღეიდან იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ბოლნისის მცხოვრებთაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის მშენებლობა ბოლნისში თეა წულუკიანის, ინიციატივით, 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. ეს ფილიალი ქვემო ქართლის რეგიონში რიგით მესამეა.

იუსტიციის სახლის გახსნასთან დაკავშირებით ახალი შენობის ფასადზე ლაზერული შოუ მოეწყო და საზეიმო კონცერტი გაიმართა.

,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ გაიხსნა იუსტიციის სახლი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ჩვენს ქალაქში წელს განხორციელდა. დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ერთი ფანჯრის პრინციპით, 450-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი კომფორტულ გარემოში მიიღონ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალურ მთავრობას ეფექტური თანამშრომლობა და მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის დაგმემვისა და წარმატებით განხორციელებისთვის”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply