ბოლნისქალაქობისადმი მიძღვნილი ერთკვირიანი ტურნირი ჭადრაკში დასრულდა.
საჭადრაკო სკოლა „ნონას“ მოსწავლეები 5 ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობდნენ.
„ბავშვები კარგად არიან მომზადებულები, რაც მათი მწვრთნელების კოტე რეხვიაშვილის და ხვიჩა მაღრაძის დამსახურებაა. მოსწავლეები 10-12-14 და 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში იღებდნენ მონაწილეობას, 14 წლამდელებში კი ორ კატეგორიად – გოგონები, ვაჟები. ტურნირს დადებითად ვაფასებ და აღვნიშნავ, რომ ეს კვირეული ევროპის სპორტულ კვირეულსაც ეძღვნება“. განაცხადა საჭადრაკო სკოლა „ნონას“ დირექტორმა, მერაბ ურუმაშვილმა.
ტურნირი ჭადრაკში 21 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბერს დასრულდა, მასში გამარჯვებული ბავშვები კი თბილისში, საკვალიფიკაციო ტურნირზე, თანრიგების მინიჭებისთვის მიიღებენ მონაწილეობას.
ბოლნისობისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები:
10 წ.
I რეხვიაშვილი ლიზი
II ფურელიანი ქართლოსი
III კირკიტაძე ნიკა
12 წ.
I ასლანიშვილი ნოე
II ბაკურაძე ნიკა
III ბიწაძე დიმიტრი
14 წ – ვაჟები:
I კიკოლიაშვილი ნიკა
II რეხვიაშვილი ლუკა
III ბიწაძე ნიკა
14 წ – გოგონები:
I მამულაშვილი სალომე
II რეხვიაშვილი ლიკა
III კავლელაშვილი ანა
16 წ.
I ბეჟანიშვილი გიორგი
II ბაგიროვი ნიკა
III ბარტყულაშვილი შალვა