სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია ბოლნისში

0

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი  წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს, ის დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა. კანდიდატის გამოსვლამდე  ისაუბრეს მის ბიოგრაფიაზე და პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, რომელიც რამდენიმე ათეულ წელს მოითვლის. სიტყვით გამოვიდა და ღია მხარდაჭერა გამოხატა არა ერთმა პოლიტიკოსმა, პარლამენტის წევრმა და ადგილობრივმა. პრეზიდენტობის კანდიდატმა  ისაუბრა მის ხედვებზე და პრიორიტეტებზე. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლნისი არის ადგილი, სადაც ერთად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლობის და მრწამსის ადამიანები და ის იქნება  ქვეყანაში მცხოვრები ყველა მოქალაქის  ტოლერანტი პრეზიდენტი. ყურადღება გაამახვილა  ჯანდაცვაზე, ეკოლოგიაზე, კულტურულ მემკვიდრეობებზე და რეგიონის განვითარების კუთხით განსახორციელებელ მნიშვნელოვან საკითხებზე.


Share.

Leave A Reply