გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ტალავერში ამომრჩეველს შეხვდა

0

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სხვა ლიდერებთან ერთად სოფელ ტალავერში ამომრჩეველს შეხვდა, მან იმ ხედვებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელსაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში განახორციელებს. მიმოიხილა ასევე ის რეფორმები, რომლებიც 2003-2012 წლებში გატარდა. ,,საქართველოს მთავარი სიმდიდრე ის არის, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთად, ერთობით ცხოვრობენ ამ მიწაზე, სწორედ მათ სჭირდებათ ისეთი მთავრობა , რომელიც მათი ინტერესებით იცხოვრებს,’’ აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.


Share.

Leave A Reply