„არემჯის“ წარმომადგენლებმა კაზრეთის და  ბალიჭის საბავშო ბაღებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს

0

ახალ სასწავლო წელს  დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშო ბაღები ტრადიციულად სიახლეებით ხვდებიან.

წელს „არემჯის“ წარმომადგენლები   საბავშვო ბაღებს პოეტ მაყვალა სიმონიშვილთან ერთად ესტუმრნენ, რომელმაც პატარებისთვის და ბაღის პედაგოგებისთვის ადგილზე საკუთარი ლექსების კრებულის  პრეზენტაცია გამართა.

“არემჯის” კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლისათვის დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღებისათვის შეძენილ იქნა საჭირო ინვენტარი, რომლისთვისაც კომპანიამ 10 000 ლარზე მეტი დახარჯა.


Share.

Leave A Reply