ფოტოგამოფენა „საგანძური“

0

დღეს, ბოლნისის კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ფოტოგამოფენა „საგანძური“, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევდა ფრთიანი ფრაზა „ვიცოდეთ, რისი პატრონები ვართ“. ფოტოგამოფენა ქართულ-ისტორიულ-ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების ორიგინალის ზომებში შესრულებულ მაღალმხატვრულ ფოტოვერსიებს აერთიანებს, რაც ერთობ საინტერესოა ყველა ასაკის დამთვალიერებლისთვის.

ფოტოგამოფენა „საგანძურს“ უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა. რამდენიმე საგალობელი შეასრულა ანსამბლმა „ბოლნელა“-მ, რომელმაც უფრო მეტად სასიამოვნო გახადა გამოფენის მსვლელობა. ორგანიზატორებმა მოსულ სტუმრებს გამოფენის ნიმუშებით გაფორმებული შემეცნებითი ფლაიერები დაურიგეს. ფოტოგამოფენამ უკვე რამოდენიმე რეგიონი მოიარა და ბოლნისიდან  რუსთავში გადაინაცვლებს. ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კი თავის მხრივ ორი კვირის მანძილზე თანადგომას გაუწევს ფოტოგამოფენას.


Share.

Leave A Reply