„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“- პროექტის ფარგლებში  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარმომადგენლები „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, პროექტის ფარგლებში, 20 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორსა და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებს შეხვდა.

შეხვედრა მერიის მცირე დარბაზში შედგა, სადაც მხარეებმა განიხილეს და შეიმუშავეს არასამთავრობო სექტორის, მედიისა და თვითმმართველი ორგანოს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი. შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდა.

ზაურ ხალილოვი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი  დირექტორი:

-მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, სამწუხაროდ, ნაკლებად იცნობენ ერთმანეთს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, იშვიათად თანამშრომლობენ თვითმმართველ ორგანოსთან და არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტს შეუძლია ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს პრიორიტეტულ პროექტებში.  მოხარული ვარ, რომ ბოლნისში ეს პრობლემა თითქმის არ არსებობს, სწორედ  სამივე ინსტიტუციის ასეთი ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს პერსპექტიული გეგმის განხორციელებას.

გურანდა ჭავჭავაძე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა, ქვემო ქართლის რეგიონალური ჰაბის კოორდინატორი:

-ურთიერთთანამშრომლობა ეს არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, მედიისა და თვითმმართველი ორგანოს მჭიდრო კავშირისა. ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ვმართავთ შეხვედრებს და დამსწრე საზოგადოებას ვთავაზობთ  ფორმატს, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს ამ სამმა ინსტანციამ.

პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის სახელმწიფოს ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით, კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით ხორციელდება. კონსორციუმში შედიან (CSI CSRDG GTC  და EDEK).


Share.

Leave A Reply