ბოლნისის მუნიციპალიტეტის თორმეტი საბავშვო ბაღიდან 11-ში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განახლდა. აღსაზრდელებს ბაღებში საზეიმო განწყობა და კომფორტული გარემო დახვდათ. სწავლის დაწყება პატარებს მუნიციპალიტეტის მერმა და სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსმა მიულოცეს. დავით შერაზადიშვილმა №5 და სოფელ რატევანის საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების მიხედვით რეაბილიტირებული 10 ბაღია. №2 ბაღში სარემონტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, აღსაზრდელებს კი სტუმრის სტატუსით სხვადასხვა ბაღები მასპინძლობს.