„მზესუმზირები“ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში

0

„მზესუმზირები“ – სიმბოლო ბედნიერების, სიცოცხლის, ინტელექტის, სითბოსი და სინათლის. ზუსტად ამ სიმბოლიკითაა დამშვენებული ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ერთ-ერთი შენობის კედელი. დაახლოებით ერთი თვის წინ მეგობრები ანი და მარი ერთი იდეის ქვეშ გაერთიანდნენ და ლატვიაში შეძენილი მოზაიკის ხელოვნება, საკუთარ ქალაქში, ახალგაზრდული კლუბის მოხალისეებთან ერთად განახორციელეს.

მოზაიკური ნამუშევარი „მზესუმზირები“ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულა და იდეის ავტორებს მადლობის სიგელები გადასცა.

„მზესუმზირები“, ერთობლივი პროექტის ერაზმუს+ჯივაის (Erasms+Gvs) ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.


Share.

Leave A Reply