თვითმმართველობის სტრატეგიულ მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე  მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩატარდა

0

მნიშვნელოვანი, საინტერესო და მრავლისმომცველი, ასე შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ მუნიციპალიტეტის მერიაში გამართული ტრენინგი.

თვითმმართველობის სტრატეგიული მართვა, მდგრადი განვითარების  მიზნები, კლასტერები, ინვესტიციების მოზიდვა და სტრატეგიული განვითარების პრაქტიკული ინსტრუმენტები,  აღნიშნულ საკითხებს მოიცავდა დღევანდელი  შეხვედრა, რომელსაც  ექსპერტები : კობა კიკაბიძე და  დავით დარსაველიძე უძღვებოდნენ.  დაინტერესებული მხარეების თქმით,  მსგავსი სახის შეხვედრები კიდევ არაერთხელ მოეწყობა.

დავით დარსაველიძე, ექსპერტი:

_   დღევანდელ შეხვედრაზე   განვიხილეთ  თუ  რა არის კლასტერი და როგორ უნდა მოხდეს მათი განვითადება, ვისაუბრეთ  ინვესტიციების მოზიდვაზე,  სტრატეგიული დაგეგმვის პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და მთელ რიგ საკითხებზე, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობისას. პრაქტიკულად,  ეს იყო აღნისნული საკითხების  გარშემო,  ერთგვარი მსჯელობა, დისკუსია   რაც შეიძლებოდა   გაგვევლო  ერთ დღეში. ტრენინგი საკმაოდ აქტიური  დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ჯგუფებმა შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოებიც,  წამოიჭრა ბევრი საინტერესო საკითხიც  , თუმცა  ასე ვთქვათ ეს მხოლოდ დასაწყისია და ამ კუთხით,  კიდევ  ბევრი საინტერესო შეხვედრა გვექნება.

მერი აბრამიშვილი, მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსი:

მოგეხსენებათ,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტმა გასულ წელს,  მოიპოვა გრანტი  ევროკავშირის  დაფინანსებით, სადაც გაწერილი იყო კლასტერების განვითარება და ბოლნისის მუნიციპალიტეტის პოტენციალის შესწავლა.  სწორედ აღნიშნულის ფარგლებში,მუნიციპალიტეტმა მოიწვია ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც კლასტერული კუთხით გააკეთებენ კვლევას.  როდესაც   მოხდა  ექსპერტთა იდეების გაცნობა , საზოგადოების მხრიდან გაჩნდა დაინტერესება იმის შესახებ თუ რა არის კლასტერი და რაში დაეხმარება ის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და ზოგადად, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სტრატეგიული დაგეგმვისას. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყდა  შეხვედრის მოწყობა, რომელიც იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი თითოეული  მონაწილისთვის.

გიზო კორტავა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი:

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მუშაობს სტრატეგიული განვითარების გეგმაზე,  საბოლოოდ კი  მისი შედგენა დამოკიდებულია  ადგილობრივ ორგანიზაციებზე და მათ ჩართულობაზე .     მუშაობისას  ორგანიზაციების ხელმძრვანელებს  გაუჩნდათ ბევრი კითხვა, რაზეც პასუხის მისაღებად  საჭირო გახდა  დღევანდელი  ტრენინგის ჩატარება.  ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული, მივიღეთ კითხვებზე პასუხები, თუმცა იმისათვის,  რომ მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმა საბოლოოდ იყოს სრულყოფილი და დახვეწილი,  კიდევ არაერთი სამუშაო შეხვედრის გამართვა დაგვჭირდება.

 

 

 

 


Share.

Leave A Reply