ბოლნისის მუნიციპალიტეტი  ,,მსოფლიო დასუფთავების დღეს“  მასშტაბური აქციით შეუერთდა

0

მასშტაბური დასუფთავების კამპანიის ფარგლებში, დღეს  სოფელ ბოლნისში, მდინარე მაშავერას მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაიწმინდა.  აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა  დავით შერაზადიშვილმა,   მერიისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან  ერთად   მიიღო მონაწილეობა. ათობით მოხალისემ ორი  ჰექტარი მიწის ფართობი დაასუფთავა. აღსანიშნავია, რომ  ბოლნისის მუნიციპალიტეტში მსგავსი სახის აქციები რეგულარულად ხორციელდება.

კამპანია სახელწოდებით,, დავასუფთავოთ მსოფლიო“,  საქართველოში შვედეთის მთავრობისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა  და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს’’ ინიციატივით ხორციელდება.


Share.

Leave A Reply