ბოლნისის მუნიციპალიტეტში  წვევანდელთა  გაწვევა  მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და  მობილიზაციის  სამსახურში  2018  წლის გეგმიური  საშემოდგომო სამხედრო – სავალდებულო გაწვევა  მიმდინარეობს. გამწვევი კომისიის მიერ  3 სექტემბერს  შერჩეული 11 წვევანდელი დღეს, ქ. თბილისში  სამედიცინო  გამწვევ კომისიას გაივლის, რის შემდეგაც შერჩეული   ახალგაზრდები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში  ჩაირიცხებიან. მომდევნო  გაწვევისთვის,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის კომისია წვევანდელებს 10 სექტემბერს შეარჩევს.


Share.

Leave A Reply